ბრაზილიაში მიმდინარე კვირაში უკვე მესამე ციხის ამბოხი მოხდა. პატიმრები ამჯერად ალკაკუზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აჯანყდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი მსჯავრდებული, რომელსაც დაპირისპირებულმა დაჯგუფების წევრებმა თავი მოკვეთეს.
სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად მაღალი იქნება. ისინი ტერიტორიაზე შეღწევას ვერ ახერხებენ. ციხის შტურმით აღება გამთენიისას იგეგმება.
სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, პატიმართა ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.
არეულობა ციხეში შაბათს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი დაჯგუფების წევრები, მეორეს დაესხნენ თავს.
კომენტარები