ინდოეთში მდინარე განგზე სამგზავრო ნავის გადაბრუნების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა.
სამართალდამცველების თქმით, მაშველებმა 13 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ნავს ერთ-ერთი ინდური დღესასწაულის მონაწილეები მდინარეზე გადაჰყავდა. დაკარგულთა ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ნავზე მყოფ მგზავრთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი სულ მირე 40-ის მაინც შეადგენდა
კომენტარები