თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ეხმიანება.
“წერეთლის გამზირს სრული რეაბილიტაცია პირველად უტარდება.
ამ გადათხრილი მიწის ქვეშ თვალნათელია ის, რასაც გადაადგილების დროს ვერ ვამჩნევდით – ძველი, მწყობრიდან გამოსული კომუნიკაციები. აღარაფერს ვამბობ მიწის ზემოთ არსებულ ელექტროსადენებზე, გაზის მომარაგების ქსელზე.
წერეთლის გამზირი იმსახურებს განახლებული დიზაინით, ახალი ნარგავებით, ახალი ტროტუარებით, გარეგანათების თანამედროვე სისტემით, შშმ პირებზე ადაპტირებული გადასასვლელებით დაამშვენოს თბილისი.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული სამუშაო დისკომფორტის მომტანია მოსახლეობისთვის, მით უმეტეს როცა საუბარია ცენტრალურ გამზირზე. მაგრამ, თუ ეტაპობრივად არ განახლდა ჩვენი ქალაქის ქუჩები, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება 2024 წლის იანვარში.
წარმატებები ჩვენს ქალაქს!”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.