ჰაიტის რესპუბლიკაში კრიმინალური დაჯგუფების წევრები ადგილობრივმა მოქალაქეებმა ლინჩის წესით გაასამართლეს. დედაქალაქ პორტ-ო -პრენსის პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული ბანდიტების ჯგუფი ბრბომ ჯერ ჩაქოლა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა.
მათ უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც კრიმინალურ დაჯგუფებასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება თვეები უშედეგოდ გრძელდებოდა. დანაშაულებრივი დაჯგუფებები ჰაიტის რესპუბლიკის დედაქალაქის 80 პროცენტს აკონტროლებენ.
ქვეყნის ხელისუფლება, გაეროსთან ერთად, პრობლემასთან გასამკლავებლად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.
კომენტარები