სუდანიდან თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს, ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, C-130 ტიპის თვითმფრინავს ცეცხლი აეროპორტში დაშვების დროს გაუხსნეს, თუმცა, არავინ დაშავებულა. საბოლოოდ, სუდანში მყოფი თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.
ხართუმში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ვითარება კვლავ მძიმეა. რამდენიმე რაიონში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება სუდანში 15 აპრილს დაიწყო. შეტაკებებს 500-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 4 ათასზე მეტი კი დაშავდა.
კომენტარები