პარიზში, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქცია აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს.
ინციდენტს პოლიციის კომისართა დამოუკიდებელი გაერთიანების სპიკერი, მატიო ვალე გამოეხმაურა.
„პარიზში პოლიციელი ცეცხლის ალშია გახვეული! როდემდე მოვუთმენთ ამ მეამბოხეებს, რომლებსაც ჩვენი დემოკრატია მძევლად ჰყავთ აყვანილი? მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს, პოლიციელებსა და ჟანდარმებს“ – აღნიშნა მატიო ვალემ.
Un #policier en feu à #Paris!
Combien de temps allons nous supporter ces factieux en noir qui prennent en otage notre démocratie?
Le #1erMai est la #fetedutravail, pas des casseurs!
Soutien à nos collègues #policiers et nos camarades #gendarmes.
A #Paris, déjà 30 interpellations. pic.twitter.com/nXLNq43Jdg— Matthieu Valet (@mvalet_officiel) May 1, 2023