პარლამენტმა იმოქმედა რეგლამენტის დაცვით და შესაბამისად, მის ქმედებაში ანტიკონსტიტუციური არაფერია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაციას.
„მე ვფიქრობ, აქ არაკონსტიტუციური არაფერია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვით იმოქმედა ამ შემთხვევაში უმრავლესობამ, როდესაც პლენარული სხდომის გახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ კვორუმი არ შეიკრიბა. ამაში მე კანონდარღვევასა და არაკონსტიტუციურს ვერაფერს ვერ ვხედავ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
კომენტარები