ევროკავშირის თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოყოფს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე თავად ევროკომისია ავრცელებს.
„ევროკავშირის თავდაცვის სფეროს სასწრაფოდ გასაძლიერებლად 500 მილიონი ევროს გამოყოფა გადავწყვიტეთ. ეს შეთავაზება ევროკავშირის თავდაცვის სისტემას უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალების უკეთ მხარდაჭერის შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Today we are providing €500 million and new measures to urgently boost EU defence industry capacities.
The proposal will allow the European defence industry to better support Ukraine and EU countries' armed forces.#StandWithUkraine
— European Commission (@EU_Commission) May 3, 2023
კომენტარები