მე დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი კრემლიდან წამოსულ თითოეულ ინფორმაციას, – ასე გამოეხმაურა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოსკოვის ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა,რომ „მე ვნახე მოხსენებები. მე მათ ვერანაირად ვერ ვადასტურებ. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით“.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.
კომენტარები