საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთს წამყვანი როლი აქვს სამშვიდობო პროცესში.
„ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და უზარმაზარი გავლენა აქვს რუსეთზე. ის სულ უფრო მტკიცე და მნიშვნელოვანი ძალა ხდება და აზრი არ აქვს პეკინის ზრდის შეჩერების მცდელობას, თუმცა ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, როგორ იმოქმედებს პეკინი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი სამშვიდობო გეგმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმაა, რომელსაც ევროკავშირი მხარს დაუჭერს, ვიდრე საომარი მოქმედებები არ შეწყდება.
კომენტარები