ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, ის 9 მაისს დღის აღნიშვნაში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ჩავიდა ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვიც. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც.
მოსკოვში უკვე ჩაფრინდა ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.
4 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც.
კომენტარები
