ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ბელგიელი მატიას კასე ვაზარით დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.
კომენტარები