ოკუპირებულ ყირიმში მი-28 ტიპის რუსული საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორივე მფრინავი დაღუპულია.
ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, შემთხვევა ჯანკოის რაიონში, ადგილობრივი დროით 15:42 საათზე მოხდა.
ინტერნეტში გამოქვეყნდა სურათიც, რომელზეც სავარაუდოდ, Mi-28-ის ჩამოვარდნა არის ასახული.
კომენტარები