15 წლის ინგუში ფეხბურთელი ჰალიდ დოლტმურზიევი, რომელიც ბელგიურ კლუბ “ბრიუგეში” თამაშობს, საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ამის შესახებ არაერთი ქართული ინტერნეტრესურსი იტყობინება.
Geo Team-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელს ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებიდან შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ საქართველოს სასარგებლოდ არჩევნის გაკეთებას დაჟინებით მოითხოვდა სპორტსმენის მამა.
Setanta Sports News-ის ინფორმაციით, ჰალიდ დოლტმურზიევი საქართველოს (17 წლამდე) ნაკრებთან ერთად აზერბაიჯანში გაემგზავრება.
მიმდინარე სეზონში დოლტმურზიევმა “ბრიუგეს” ახალგაზრდულ გუნდში 23 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა და ხუთი საგოლე პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ინგუშმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თავისი გამოსვლის შესახებ ინფორმაცია Instagram-ის საკუთარ გვერდზეც გაავრცელა, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა ასეთი არჩევანი.