ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ტაბატაძე წერს, აღნიშნული პოლიტიკოსებიდან, ერთი ქართველი ლიბერალებისთვის არის მიუღებელი, ხოლო მეორე – ქართველი კონსერვატორებისთვის. შესაბამისად, მისი თქმით, „ქართველი *ლეა“, იმის მიუხედავად, ლიბერალია თუ კონსერვატორი.
„მარცხნივ ქართველი კონსერვატორების მიერ ფაშისტად შერაცხილი და მარჯვნივ ქართველი ლიბერალების მიერ ფაშისტად შერაცხილი ადამიანები – ღირსება და სინდისი…
ყველა მსჯელობას, რომის არ იყოს, მივყავართ იქამდე, რომ ქართველი *ლეა, გინდა ლიბერალი იყოს და გინდა კონსერვატორი.“ – წერს გიორგი ტაბატაძე Facebook-ზე.
კომენტარები