„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს პარტიული კონფერენციები გაიმართა ასევე ახალციხესა და ადიგენში.
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს, ადიგენის ადგილობრივ ორგანიზაციას – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე.
25 მაისს, პარტიული კონფერენციები გაიმართება ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
კომენტარები