აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ცაზე უპირატესობა ვერ მოიპოვა.
„ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ცის დაცვაში და უკან არ დავიხევთ. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო სივრცეში დომინირება“, – აღნიშნა ოსტინმა და დასძინა, რომ „რამშტაინის“ ფორმატის დღევანდელი დისკუსიის ფოკუსი იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც ამჟამად უკრაინას უწევენ, არის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები.
„პუტინი იმედოვნებდა, რომ ჩვენი სიმტკიცე გაქრებოდა. მან ფსონი დადო, რომ ჩვენი ერთობა გაიყოფოდა. მაგრამ ჩვენ ვრჩებით ერთიანები, როგორც არასდროს“, – თქვა ოსტინმა.
კომენტარები