ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს.
„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“, – აღნიშნა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთ წელზე მიუთითებს.
„ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბოლში.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
კომენტარები