რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
„თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში. მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნავს პრემიერი.
Congratulations to @RTErdogan! We extend our warmest wishes for his peaceful, stable and successful tenure as the leader of our friendly nation. Under his strong leadership we look forward that the exiting 🇬🇪🇹🇷strategic partnership will be forged further. pic.twitter.com/jSn8xJrOgw
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 3, 2023