ქუვეითში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის პრინციც – იუწყება Reuters.
2011 წლის ოქტომბერში ძმისშვილის მოკვლისთვის პრინც ფაისალ ალ-აბდული ხუთი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ფაისალი, ქუვეითის არმიის კაპიტანი იყო. ის თავის ძმისშვილს სასახლეში ესტუმრა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
პრინცი ისე გარდაიცვალა, რომ მკვლელობის მოტივზე არაფერი უთქვამს.
კომენტარები