მიანმარში მეწყერის ჩამოწოლას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის დროს ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ტრაგიკული შემთხვევა კაჩინის შტატში, ნეფრიტის მომპოვებელ მაღაროზე მოხდა. 2015 წელს ამავე შტატში, მეწყერის ჩამოწოლას 90 ადამიანი ემსხვერპლა.