„შავმა ლომმა“ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საკლუბო ტურნირზე, „ჩელენჯ თასზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
უელსური „სქარლეთსის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართულ მატჩში „შავმა ლომმა“ 23:7 გაიმარჯვა.
ლელოები მირიან მოდებაძის და ბექა მამრიკიშვილის ანგარიშზეა, ლუკა მატკავამ კი სამი ჯარიმა და ორი გარდასახვა შეასრულა.
20 იანვარს „ჩელენჯ თასის“ საშინაო თამაშში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „შავი ლომი“ ფრანგულ გრანდს, „კლერმონს“ უმასპინძლებს.
კომენტარები