ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიწერს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, მთავარია, რომ ქართველი ხალხისთვის დღეს ზეიმია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიწერს ამას, მთავარია, რომ დღეს არის ზეიმი ქართველი ხალხისთვის. ის სანუკვარი გზა, რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ მიდის, ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დამოკლდა. ხვალიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა, რათა დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას, გაწევრიანების მოლაპარაკებები დავიწყოთ და გავხდეთ ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა აქუბარდიამ.
14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
კომენტარები