ავსტრია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-12 პაკეტს აღარ დაბლოკავს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვენამ პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც კიევმა ავსტრიული ბანკი „რაიფაისენი“ „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიიდან ამოიღო.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „რაიფაისენის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რუსეთში საკუთარ ბიზნესს შეწყვეტდა, რაც დღემდე არ გაუკეთებია.
კომენტარები