ეკოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლას, აღდგენას და გაშენებას. ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებული ტყის ფართობები.
მიმდინარე წელს დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ლისის ტბის მიმდებარედ, 16.3 ჰექტარ ფართობზე, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა.
ტერიტორიაზე 9 სახეობის, 16 776 ძირი, მცირე ზომის ხე დაირგო. გამწვანების სამუშაოების პარალელურად, დარგული მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორია შემოიღობა, ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა“, – აღნიშნა კალაძემ.