საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ფარგლებში გერმანიას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს.
მატჩი რუსთავის სარაგბო სტადიონზე მიმდინარეობს. “ბორჯღალოსნებმა” პირველი ანგარიშით 21:6 მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე, მე-3 წუთზე ლამაზი კომბინაციით გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა – 7:0.
მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს – 7:3.
მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.
28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს – 14:6.
უკვე 29-ე წუთზე კი კოშაძემ გერმანელი მეტოქე მოძრაობით დააბნია და მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა – 21:6.
კომენტარები