უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ “ომის დიზაინი შეიცვალა”. ЗСУ-ს ოფიციალურ ვებსაიტსა და CNN-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში მან რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის 3 ძირითადი ამოცანა დაასახელა მიმდინარე წლისთვის.
“2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა 3 მიმართულებაზე უნდა მივმართოთ: შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის, დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას, მესამე, ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლებაა”, – წერს ზალუჟნი ვრცელ სტატიაში.
მაღალტექნოლოგიური საშუალებებზე საუბრისას, ის ყურადღებას ამახვილებს უპილოტო საფრენი აპარატების სისტემის განვითარებაზე. მისივე თქმით, უკრაინას უკვე აქვს მტრის განადგურების და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.
“ჩვენ უკვე გვაქვს მტრის აღმოფხვრის და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს გამოვიყენოთ მომენტი, მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უახლესი საბრძოლო შესაძლებლობების დაგროვება, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვყოთ ნაკლები რესურსი მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის, აგრესიის დასასრულებლად და მომავალში უკრაინის დასაცავად”, – ამბობს გენერალი.
ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა შეეცადოს შემდგომი კონფლიქტების სხვაგან პროვოცირებას.