პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა დააანონსეს. ფერმერთა კავშირ „სოლიდარობის“ განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება ყველა სასაზღვრო პუნქტისა და გზის ბლოკირების შესახებ.
გარდა ამისა, 9 თებერვლიდან ფერმერები გაფიცვას გამოაცხადებენ. რა პერიოდის განმავლობაში იქნება ბლოკირებული სასაზღვრო პუნქტები, ჯერჯერობით უცნობია.
ასეთი ნაბიჯის მიზეზად „სოლიდარობაში“ ასახელებენ „ბრიუსელის გადაწყვეტილებას უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შესახებ და პოლონეთის მთავრობის პასიურობას“. აგრარული სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პროდუქცია დაუბეგრავ უკრაინულ ნაწარმს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც, პოლონელებს გაკოტრება ემუქრებათ.
კომენტარები