პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პირველ მაღაზიაზე ისაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ თბილისში უკვე არსებობს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის მაღაზია. კერძოდ, წერეთლის გამზირზე. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ონლაინ მაღაზიაში და იგივე, WOLT-ის მეშვეობით, პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია და შესაბამისად, შეიტანოს თავისი წვლილი პატიმართა რესოციალიზაციაში. ყველას მოგიწოდებთ რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში ამ საშუალების გამოყენებისკენ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.
კომენტარები