საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის გამოკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 5 საათს გაგრძელდა.
გიგა კობალაძე დაკითხვაზე რამდენიმე დღის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გუშინ დაიბარეს. საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ მედიასთან მას კომენტარი არ გაუკეთებია. ადვოკატს კი თანხების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით, გამოძიების ობიექტურად წარმართვის იმედი აქვს.
ასოციაციის ხელმძღვანელს გამოძიება თანხის გაფლანგვას ედავება, მისი ოფისიდან ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაცია. საავტორო უფლებათა ასოციაციისა და ხელოვანების დაპირისპირება რამდენიმე წელია გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში შესულია არაერთი კოლექტიური და ინდივიდუალური საჩივარი. ხელოვანების უკმაყოფილება, წლების განმავლობაში, მათი კუთვნილი თანხების შესაძლო მითვისებას უკავშირდება.