აჭარის რეგიონში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორი ადამიანის დაღუპვა ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხულოში, სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი კი დაიღუპა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი უკვე ნაპოვნია.
კომენტარები