სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველაზე მკაფიო პასუხი აქვს გაცემული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არაფერი საჭიროება მისი გადაყვანის, გადმოყვანის, ან სხვაგვარი მკურნალობის არ არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოოდ არაფერი დადასტურდა და ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი.
„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველაზე მკაფიო პასუხი აქვს გაცემული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არაფერი საჭიროება მისი გადაყვანის, გადმოყვანის, ან სხვაგვარი მკურნალობის არ არსებობს, მას ნორმალურად მკურნალობენ და ევროპულ საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, რომელიც ჩამოსული იყო, კი ჩაწერეს რაღაც, ეტყობა ზეგავლენა მოახდინეს სააკაშვილის პატრონებმა და გარკვეული ფრაზები გაჩნდა. თითქოს კამერა რომ არის იქ, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თითქოს ამით გარკვეული უფლებები ირღვევაო, მაგრამ მკურნალობასთან დაკავშირებით მათაც არ ჰქონდათ არანაირი შენიშვნა და არანაირ გადაყვანა-გადმოყვანაზე ლაპარაკი არც იქ არის. პასუხი გაცემულია. რაც შეეხება იმ სასაცილო ბრალდებებს, რასაც თვეების განმავლობაში ვისმენდით, თითქოს საავადმყოფოს ეზოში და რაღაც მანქანა, რომელიც ასხივებდა, სააკაშვილს და არა სხვა ავადმყოფებს, ან ექიმებს, რომლებიც იქ არიან, რომ თურმე მას მკურნალობენ რაღაც რუსული წამლებით და ერთიც ვერ დაასახელეს, თითქოს მისი მოწამვლა ხდებოდა, მგონი ციანიდი არ თქმულა, მაგრამ ვერცხლის წყლით, დარიშხანით, რაღაც მძიმე მეტალებითო. საბოლოოდ არაფერი დადასტურდა და ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ყველაფერი აღმოჩნდა იმ დაფინანსებული კამპანიების ნაწილი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.