პარლამენტმა სოსო ჯაჭვლიანის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„პარლამენტის ყოფილი წევრი, რეჟისორი, მსახიობი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. გთხოვთ წუთიერი დუმილით მივაგოთ მის ხსოვნას პატივი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი პარლამენტარი სიმსივნეს ებრძოდა.
კომენტარები