მაინცდამაინც ის ვენის კლინიკა შეარჩია გიორგი გახარიამ ექსპერტიზისთვის, რომელიც წარსულში შემჩნეული იყო მანიპულაციებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„დაისვა შეკითხვა კოკაინზე და არ მინდა სიღრმეში შესვლა. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მაინც და მაინც ის ვენის კლინიკა შეარჩია გიორგი გახარიამ ექსპერტიზისთვის, რომელიც წარსულში შემჩნეული იყო მანიპულაციებში. რატომ ეს კონკრეტული კლინიკა და არა რომელიმე სხვა? იმიტომ რომ კონკრეტული ფაქტები არსებობდა ამ მანკიერ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც თქვენი პარტიის ლიდერი სჩადიოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.
კომენტარები