სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. სამაშველო სამსახური სტიქიის ზონიდან გამოყვანილია, – ამის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, კახა ენუქიძემ განაცხადა.
„მიწის მასა ტერიტორიიდან გადის და გზა გახსნილია. კომუნიკაციების აღდგენა დაიწყება გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე. დაზიანებულია როგორც ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე გაზგაყვანილობა“, – აღნიშნა ენუქიძემ.
იმერეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ადამიანის ცხედარი ნაპოვნია. ამ დროისთვის სოფელში გეოლოგები მუშაობენ. მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, დაბრუნდებიან თუ არა დროებით გასახლებული ოჯახები საკუთარ სახლებში.
კომენტარები