თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესს დისტანციურად ჩაერთო მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი იყო ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.
„არავის სჯერა და არც უნდა დაიჯეროს, რომ მე მართლაც მასამართლებენ 2007 წლის მოვლენებზე. სინამდვილეში, დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები არასდროს არვის გაუსამართლებელია ასეთი აბსურდული ბრალდებებით. 2007 წელი იყო სიმბოლო რამდენიმეწლიანი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ, კონკრეტული რუსი ოლიგარქის პატარკაციშვილის, „კანონიერი ქურდების“ ჩართულობით“. ეს იყო იმის შეჩერების მცდელობა, რომ საქართველო არ ყოფილიყო წარმატებული რეფორმების გზაზე შეუქცევადად“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
კომენტარები