უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინტერვიუ ამერიკელ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან რუსული სპეცოპერაციაა.
“ეს სპეცოპერაციაა, რა თქმა უნდა, გავლენის [მოხდენის] ღონისძიებაა. ეს რუსული ოპერაციაა, რადგან, ფაქტობრივად, ამ ინტერვიუს სამიზნე აუდიტორია არის თავისუფალი სამყარო, დასავლური სამყარო. [ამ ინტერვიუში] ახალი არაფერი გაგვიგია. გეოპოლიტიკური გიჟი, რომელიც საუბრობს რაღაც სისულელეებზე – საერთაშორისო სამართალზე, ისტორიაზე – და წყვეტს რომელი ერი უნდა არსებობდეს და რომელი არა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელეა”, – აღნიშნა ანდრიი იუსოვმა.
კომენტარები