ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს მოადგილესთან, ნათია გოლიაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ლავრენტი ბიგვავასთან ერთად, ანასეულში ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას ოზურგეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ავთანდილ თალაკვაძემ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს ფასდაუდებელი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
„პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ოზურგეთის სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც მეცნიერების დარგის ხელშეწყობაზე ვისაუბრეთ. მადლობა ფასდაუდებელი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის! თქვენი ცოდნა, გამოცდილება და წარმატებული საქმიანობა მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების სფეროში. კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში!“ – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა!