აშშ-ის თავდაცვის მინისტრი კვლავ საავადმყოფოშია. პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლოიდ ოსტინს შარდის ბუშტის პრობლემები აქვს. მის გამოჯანმრთელებამდე პენტაგონის პირველმა პირმა მინისტრის ფუნქციები და მოვალეობები მოადგილეს, კეტლინჰიქსს გადასცა.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ლოიდ ოსტინმა პროსტატის კიბოს ოპერაცია გაიკეთა. პროცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო, მას საავადმყოფოში ყოფნა დაახლოებით ორი კვირა მოუწია.
ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის ოფიციალურ პირებსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უწყებამ მისი საავადმყოფოში გადაყვანიდან მესამე დღეს მიაწოდეს. რის გამოც თავდაცვის მდივანმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.
კომენტარები