მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია რაფაჰშიარის გარდამტეხი მომენტი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს სპეცოპერაციები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავგალანტმა განაცხადა.
„ჰამასი“ დაუცველია და იქ შესაძლებელია ყველგან მისვლა და ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს იქ მძევლები და მათთან მიახლოება გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ მათ უმეტესობას ამ გზით არ მოვიყვანთ და დავიბრუნებთ შეთანხმების პროცესებით, მაგრამ კიდევ რამდენჯერ იქნება საჭირო სამაშველო ოპერაცია და რა ვითარებაში, ვინ იცის?“- განაცხადა გალანტმა.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღამით ქალაქ რაფაჰშიჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე გათავისუფლებული ისრაელის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.