თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი, ვინაიდან გვსურს მოვისმინოთ რა ღონისძიებები გატარდა მკვლელების მიმართ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
„ასევე, მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. განვიხილავთ ბორდერიზაციის ფაქტებსაც, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში დაფიქსირდა“, – აღნიშნა ანთაძემ.
2-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 117-ე შეხვედრა იწყება.
კომენტარები