მგონი, ცოტა ხელმოჭერილი ხალხი არიან დაპირებებში, მაგალითად, ათასლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან ხალხს, 10-ათასიანი ხომ სჯობს? – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „გამარჯვების კოალიციის“ წარმომადგენლების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ხვიჩიას თქმით, თუ დაპირებებია, ხალხს მეტს უნდა დაჰპირდნენ.
„მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბეემვეც“ რომ იყოს, არ სჯობს? დავუკორექტირებდი ჩემს კოლეგებს დაპირებებს. ნუ არიან წუწკები, მეტი დაჰპირდნენ ქართველ ხალხს. ენანებათ? ანგარიში და საღი აზრი მაინც არ უდევს ამ გათვლებს და თუ დაპირებებია, ნუ ვიქნებით წუწკები, მეტი დავპირდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ დასაქმების გეგმის წარდგენისას განაცხადა: „საოკუპაციო ზოლთან „მერსედესის“ ქარხანაც რომ ავაშენოთ, დეოკუპაციასაც მალე მოვახდენთ, მაგასაც ვიზამთ აუცილებლად“.