მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ რეალური ოპოზიცია არ არსებობს და ყველა ოპონენტი პარტია ჩაბმულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თამაშში.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ზნით და მორალური სტანდარტით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
“ეს რადიკალები არიან ერთი და იგივე, ისინი ხასიათით, ზნით და მორალური სტანდარტით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ აერთიანებთ საერთო კრიმინალური წარსული და ფაქტობრივად, ეს არის არა პარტია, არამედ არის კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც აქვს რამდენიმე თავი. თითოეული ეს თავი ძალიან მწარედ დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. ეს ადამიანები, მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის და ქვეყნის განვითარების ოპოზიციაში იყვნენ ჩამდგარი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.