დღეს და ხვალ გურმანების შეხვედრის მთავარი ადგილი მესტიაა.
წლის ყველაზე გემრიელი ფესტივალი სტარტს რამდენიმე საათში აიღებს და სტუმრებს რეგიონის ტრადიციულ კერძებს და მათ თანამედროვე ნაირ სახეობებს გააცნობს.
გემოფესტზე წელს 20-მდე ადგილობრივი მზარეული, კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმროა წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში მუსიკალური და გასართობი სივრცეებია მოწყობილი. გემოფესტი სვანეთში უკვე მეორედ იმართება.
კომენტარები