საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.
კახეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი სოფელ უდაბნოში ახალი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ.
კომენტარები