სამეგრელოში, სოფელ ჯგალისა და ზუმის მიმდებარედ ხანძარია. მთის ფერდობზე ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ამბობს, რომ ხანძარი დაახლოებით ათ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. რთული რელიეფის გამო, სახანძრო მანქანა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.
თამარ ბელქანიას განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის
კომენტარები