ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მატარებელი, სოფელ გურიანთასთან, ლიანდაგიდან გადავიდა. ადგილზე საქართველოს რკინიგზის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
მათი თქმით, პირველადი დათვალიერების საფუძველზე, დაზიანება ლიანდაგზე შეინიშნება, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.
როგორც თავად აცხადებენ, ვითარებას უახლოეს ხანში შეისწავლიან და საბოლოო დასკვნას ამის შემდეგ დადებენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები