სვანეთში, მდინარე ენგურში მაშველებმა მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მდინარეში ძებნა-შველის ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორც მაშველები, ასევე ადგილობრივები.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში 2 მაისს გადავარდა. ავტომობილში სამი პირი იმყოფებოდა.
კომენტარები