თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა.
სოფელ ლალისყურში, ფშაველსა და ართანაში, სადაც უხვმა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია, შიდასაუბნო გზები დაიტბორა და ნათესები განადგურდა.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.მისი თქმით უხვი ნალექის შედეგად მდინარეებსა და ხევებზე წყლის დონე მომატებულია, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები