ზუგდიდის სოფელ კახათის რწმუნებულის თანაშემწე მანანა გულორდავა, „გირჩის“წევრს ვიტალი გუგუჩიას ძალადობაში ადანაშაულებს.
მანანა გულორდავას განცხადებით, „გირჩის“ წევრი მეუღლესთან ერთად, მას სამსახურში მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საუბარია, ფეისბუქ კომენტარზე, სადაც მანანა გულორდავამ გუგუჩიასპოლიტიკური წარსული შეახსენა, სწორედ ამან გამოიწვია გუგუჩიას გაღიზიანება და ამის გამო მას თავს დაესხა.
კახათის რწმუნებულის თანაშემწის თქმით, გუგუჩია გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, ემუქრებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გულორდავა იხსენებს, რომ გუგუჩია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იკავებდა წამყვან თანამდებობას და არჩევნების დროს გამოირჩეოდა ზონდერული ქმედებებით.
დაზარალებული გეგმავს ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.